geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო პავლიაშვილი
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1955

დაიბადა 1955 წლის 10 აპრილს, ქ. გორში.

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1978-1982 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში.

1978 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შეთავსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრაზე.

1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსები და მათი რაციონალური გამოყენების პრობლემები“.

 1999 წელს სტაჟირება გაიარა ბოგაზიჩის (ქ. სტამბოლი, თურქეთი) უნივერსიტეტში ტურიზმის პედაგოგთა საკვალიფიკაციო კურსებზე.

ნინო პავლიაშვილის მეცნიერული კვლევის სფეროებია:  საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების ცალკეული სახეობების, მათი ეკონომიკურ-გეოგრაფიული და ტერიტორიული შეთანაწყობა.  საქართველოს რესურსული პოტენციალის თანამედროვე გამოყენების დონე და პერსპექტივების ანალიზი, რეკრეაციული მეურნეობის აღდგენის საკითხები, საკურორტო მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარდაქმნა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით; ტურიზმის გეოგრაფია და სხვა.

ბიბლიოგრაფია

ნინო პავლიაშვილი არის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი.

თარიღი: 16/07/2021
კატეგორია: გეოგრაფი